ჩვენი გუნდი


ლაბორატორიის კვალიფიციური საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს პროფესიონალი ადამიანური რესურსები.

ლაბორატორიის თანამშრომელთათვის სისტემატიურად ტარდება ტრენინგები. ამასთან, ჩვენი სპეციალისტები რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას ლაბორატორითა შორის კვლევებში მონაწილეობით, მუდმივად ეცნობიან დარგში მიმდინარე სიახლეებს, მონაწილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევებში.

ლაბორატორიის წამყვან სპეციალისტებს მიღებული აქვთ აუდიტორის კომპეტენტურობის სერტიფიკატი ISO/IEC – 17025 : 2010  მოთხოვნების შესაბამისად აუდიტის განხორციელების სფეროში, რაც მათ უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიების აკრედიტაციებსა და ატესტაციებში.

ხელმძღვანელობენ რა ხარისხის სფეროში ლაბორატორიის პოლიტიკით, ლაბორატორიის თანამშრომლები მუშაობენ როგორც მაღალი კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომების მქონე ერთიანი გუნდი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისი.

ჩვენს ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ბარამიძე; სამკურნალო საშუალებების ანალიზისა და სტანდარტიზაციის სფეროში მუშაობის  35 წლიანი გამოცდილებით, საქართველოს ფარმაკოპეის თანაავტორი; ორი მონოგრაფიის,  სამი საავტორო მოწმობის, ორი პატენტის, 198 სამეცნიერო  შრომის  ავტორი და   ფარმაციის დარგში სამი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5
(+995 32) 2 517 516; (+995 32) 2 517 514

შემოგვიერთდით Facabook -ზე