მომსახურებები

ლაბორატორიის საქმიანობის სფეროა:

1.    ხარისხის კონტროლი

-    მზა სამკურნალო საშუალებების;
-    აქტიური  ნივთიერებების (სუბსტანციის) (API);
-    სამკურნალო მცენარეული ნედლეულის;
-    ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების;
-    ვეტერინარიაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების.

2.    სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობა;

3.    სამეცნიერო-პრაქტიკული საქწმიანობა.

ლაბორატორიას სასწავლო-კვლევით ბაზად იყენებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი,  ჩვენს ბაზაზე სამაგისტრო ნაშრომებს ასრულებენ მაგისტრები, მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და ჩვენი ნაშრომები ყოველწლიურად ქვეყნდება როგორც სამეცნიერო შრომათა კრებულებში ასევე კონფერენციის მასალებში.

ლაბორატორიას საშუალება აქვს უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ს საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA), ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) და ჰარმონიზაციის საერთაშორისო კონფერენციის (ICH) გაიდლაინების  შესაბამისად განახორციელოს:

-   სამკურნალო საშუალებების ხარისხის დადგენა;
-   სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაცია;
-   ორიგინალური სამკურნალო საშუალების სტანდარტის შემუშავება;
-   სამკურნალო საშუალების ანალიზის მეთოდების შემუშავება და ვალიდაცია;
-   სამკურნალო საშუალებათა სტაბილურობის შესწავლა;
-   ფარმაცევტული  ექვივალენტობის კვლევა;
-   in vitro ექვივალენტობის კვლევა;
-   ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა
განსაზღვრის მეთოდიკების შემუშავება და ვალიდაცია;
-   ჰომეოპათიური და პარასამკურნალო საშუალებების ხარისხის დადგენა;
-   ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების ხარისხის დადგენა;
-   საწარმოო პრაქტიკა სტუდენტებისთვის;
-   ტრენინგები ფარმაცევტულ ანალიზში (ქიმიური და ინსტრუმენტული
ანალიზის თეორიული და პრაქტიკული კურსი).

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5
(+995 32) 2 517 516; (+995 32) 2 517 514

შემოგვიერთდით Facabook -ზე