ჩვენ შესახებ

ლაბორატორიის  სტრატეგიული მიზანია არსებული პოტენციალის სისტემატიური ზრდა და რეალიზაცია რათა მუდმივად შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტის მოთხოვნებს.

სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ლაბორატორია განსაზღვრავს ხარისხის სფეროში პოლიტიკის მიმართულებებს:

-    ყველა დაინტერესებული პირის მოთხოვნის დინამიკის სისტემატიური ანალიზი;
-    მომხმარებლებლებსა და მომწოდებლებთან  პარტნიორული ურთიერთობა და დამოკიდებულება;
-    მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის სისტემატიური შეფასება;
-    თანამშრომელთა კვალიფიკაციის და კომპეტენტურობის უწყვეტი ამაღლება;
-    ლაბორატორიის საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი;
-    ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობის მუდმივი ზრდა;
-    ლაბორატორიის საქმიანობაში ინოვაციური და ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა;
-    ლაბორატორიაში საგამოცდო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ინტეგრაცია;
-    ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია;
-    ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განუხრელი განვითარება.

ჩვენი ორგანიზაციის მისიად გვესახება მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, მოსახლეობის ეფექტური,  უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ნაციონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სამკურნალო საშუალებების ფალსიფიკაციასთან  ბრძოლის სფეროში, სამკურნალო საშუალებების უსაფრთხო გამოყენების პოლიტიკის ხელშეწყობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5
+995 595 6 888 68
+995 595 6 888 68
www.globaltest.ge

შემოგვიერთდით Facabook -ზე